წესები და პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია
ი/მ: ო.ს
პ/ნ: 60001139980
მისამართი: ქ.ქუთაისი
ტელეფონის ნომერი: 598626876
ელ ფოსტა: contact.mycase.ge@gmail.com
პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს და პლატფორმის მომხმარებლის უფლებებს. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და მაი ქეისს შორის.
ძირითადი ტერმინების განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
პლატფორმა – ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა ვებ-საიტი
www.Mycase.ge
მოვაჭრე – საქონლის გამყიდველი პირი, “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. მოვაჭრის შესახებ დეტალური ინფორმაცია (იურდიული პირის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი) მოცემული საქონლის დეტალურ გვერდზე.
საქონელი – პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული პროდუქცია.
მომხმარებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე პლატფორმით, მათ შორის პლატფორმის ვიზიტორები, ფიზიკური პირები რომლებიც ათავსებენ შეკვეთას და მომსახურების მიმღებნი.
შუამავალი – შუამავლი მომსახურების მიმწოდებელი პირი “ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მაი ქეისის პლატფორმის მესაკუთრე და კანონიერი განმკარგავი ი/მ: ო.ს – ს/ნ 60001139980.
შესავალი
- ძირითად შემთხვევაში,მაი ქეისი არის მოვაჭრე, რის შესახებაც მითითებული არის კონკრეტული გასაყიდი საქონლის აღწერილობაში.
მომხმარებლის ანგარიში
- მაი ქეისზე მომსახურების სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია ანგარიშის (პროფილი) შექმნა. ანგარიშის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროს ვერიფიკაცია.
- ანგარიშის შექმნა, მომხმარებელს არ მოეთხოვება შეკვეთის განთავსებდამდე. შეკვეთის განთავსების დროს, მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ხდება მაი ქეის-ზე, მომხმარებლის პროფილის შექმნა, რის შესახებაც ინფორმაცია, მომხმარებელს ეგზავნება, მითითებულ ელ.ფოსტაზე.
- შეკვეთის განთავსების დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- პლატფორმაზე ზოგიერთი პროდუქტის შეძენა დასაშვებია მხოლოდ სრულწლოვანი პირების მიერ. შესაბამისად, ზოგიერთი შეკვეთის განსათავსებლად შესაძლოა საჭირო იყოს მშობლის ან მეურვის ჩართულობა, თუ მომხმარებელი არის არასრულწლოვანი.
- მაი ქეისიუფლებას იტოვებს დამატებით მოთხოვოს მომხმარებელს პლატფორმაზე მითითებული მონაცემების სიზუსტის დადასტურება. მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება მაი ქეისის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
- ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი ანგარიშის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალეს იგი ან დაუკავშირდესმაი ქეისს
- მომხმარებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან წინამდებარე დოკუმენტის უხეშად დარღვევის შემთხვევაშიმაი ქეისი უფლებას იტოვებს გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში.
შეკვეთა
- მაი ქეისზე შეკვეთის განთავსება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ. ( ანგარიშის შექმნა, მომხმარებელს არ მოეთხოვება შეკვეთის განთავსებდამდე. შეკვეთის განთავსების დროს, მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, ხდება მაი ქეის-ზე, მომხმარებლის პროფილის შექმნა, რის შესახებაც ინფორმაცია, მომხმარებელს ეგზავნება, მითითებულ ელ.ფოსტაზე). შეკვეთის გასაკეთებლად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმის ინსტრუქციას.
- შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროს შეკვეთის განთავსებისას დაშვებული შეცდომა (არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროს იგი.
- მომხმარებლის მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, მოვაჭრე შეკვეთის მიღებას დაუყოვნებლივ დაადასტურებს ასევე ელექტრონული საშუალებით, კერძოდ პლატფორმის საშუალებით ხორციელდება მომხმარებლის ინფორმირება, რომ შეკვეთა განთავსებულია. შეკვეთის მიღების შემდეგ,მაი ქეისი ახორციელებს მის დამუშავებას. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმაზე განთავსებული საქონელი იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა მოვაჭრეს არ ჰქონდეს მარაგში, მოვაჭრე უფლებას იტოვებს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა მისი განთავსებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, რის თაობაზეც დაუყონებლივ ეცნობება მომხმარებელს.
- მაი ქეისიუფლებას იტოვებს გააუქმოს შეკვეთა, როცა არსებობს შეკვეთის გაუქმების ობიექტური საფუძველი, მაგალითად თაღლითური შემთხვევა, პროგრამული, ტექნიკური ხარვეზები და სხვა.
გადახდის მეთოდები
- მაი ქეისზე შეკვეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით:
- საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების ბარათით გადახდა
შეკვეთის მიღება
- მაი ქეისისარგებლობს საკურიერო მომსახურებით, იმისთვის, რომ დროულად მიაწოდოს შეკვეთა მომხმარებელს.
- ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებამომსახურე კომპანიას.
- შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა თავად წაიღოს შეკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული შეთანხმებულიამაი ქეისთან.
- თბილისში შეკვეთის ჩაბარება ხორციელდება, „შეკვეთის დამზადებიდან“ 1-დან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგიონებში კი 2-დან 6 სამუშაო დღის ვადაში.
- იშვიათ შემთხვევაშიმაი ქეისს შეიძლება დასჭირდეს იმაზე მეტი დრო (მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა) შეკვეთის ჩასაბარებლად, ვიდრე ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესებით და პირობებით, რის შესახებაც საქონლის შეძენამდე, წინასწარ ეცნობება მომხმარებელს.
- მომხმარებელს აქვს უფლება, ნივთი შეამოწმოს, მის ჩაბარებამდე, კურიერის თანდასწრებით.
- იმ შემთხვევაში თუ საქონელს აქვს ვიზუალური ნაკლი, მომხმარებელმა იგი არ უნდა ჩაიბაროს და დაუყონებლივ დაუკავშირდეს მაი ქეისს მითითებულ ნომერზე: 598626876
- შეკვეთის ჩაბარებამდე (მისამართზე მოტანამდე ან მოტანის პროცესის დაწყებამდე) მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას შეკვეთაზე, რისთვისაც მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს მაი ქეისს მითითებულ ნომერზე: 598626876
კანონისმიერი გარანტია
- კანონისმიერი გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები.
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ დაბრუნება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის დაბრუნება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ დაბრუნება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი დაბრუნებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ დაბრუნება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- საქონლის დაბრუნება ან შეცვლა შეუძლებელია;
- მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ დაიბრუნა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- გამყიდველის მოვაჭრის მიერ საქონლის დაბრუნება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:
- საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
- საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
- საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 1 დღის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 5 დღის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 5 დღის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
მომსახურებასთან დაკავშირებული გარანტიები
- მაი ქეისიიღებს ვალდებულებას, რომ გაუწევს მომსახურებას მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომსახურებაში იგულისხმება ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც მაი ქეისი უწევს მომხმარებელს, მათ შორის საკურიერო მომსახურება.
- იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურეობა არის ნაკლიანი ან გადაცილებულია ვადა, მომხმარებელმა უნდა განუსაზღვროსმაი ქეისი მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
- დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:
- მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს.
- მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება.
- უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
- თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
კომერციული გარანტია
- კონკრეტულ საქონელს კანონისმიერ გარანტიასთან ერთად შეიძლება გააჩნდეს კომერციული გარანტია, რომლის პირობები მითითებული იქნება კონკრეტული პროდუქტის აღწერილობაში.
- კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს.
საქონლის დაბრუნების პოლიტიკა
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და უკან დააბრუნოს საქონელი 14 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც აითვლება საქონლის მიღებიდან.
- აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს საქონლის დაბრუნების ფორმა.
- საქონლის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- ნივთის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.ქუთაისი, მელიქიშვილის #12
- იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მახასიათებლები არ შეესაბამება პლატფორმაზე მითითებულ მონაცემებს, საქონელს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან დაზიანებულია, საქონლის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
- მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს საქონელი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
- მოვაჭრე ვალდებულია საქონლის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
- მომხმარებლის მიერ საქონელზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უპირობოდ დააბრუნოს პროდუქტი:
- მიწოდებული საქონლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც წარმოიშვა წინამდებარე დოკუმენტით დადგენილ ვადაში.
- საქონელი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული/შესრულებული.
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს.
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო.
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.
- დალუქული აუდიო ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა.
- ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა.
- მომხმარებელმა საჯარო აუქციონის შედეგად შეიძინა პროდუქტი.
- მომხმარებელს ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით და ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო.
- 30 ლარამდე ღირებულების საქონელი.
მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს ფორმა ან უნდა მიმართოს My Case-ს თქვენთვის მისაღები საკომუნიკაციო არხის გამოყენებით:
ელ.ფოსტა – contact.mycase.ge@gmail.com
ტელ.: 598626876
My Case-ის Facebook მესენჯერი.
აქციები/ფასდაკლებები
- დროდადრომაი ქეისზე მოქმედებს აქცია/ფასდაკლება.
- აქციით/ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
- აქციის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.
- მომხმარებელი აქციაში ჩართვამდე დეტალურად უნდა გაეცნოს მის პირობას პლატფორმის საშუალებით.
- აქციაში ჩართვა ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება მას.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
- მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატოფრმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის.
პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- მაი ქეისიარ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და ყოველთვის იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა, პასუხს აგებს პლატფორმის გაუმართაობით გამოწვეული ზიანისათვის, რომლითაც დაირღვა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები.
ცვლილებები/დამატებები
- წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად,მაი ქეისის ინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უნდა ეცნობოთ გონივრული ვადით ადრე, პირად კაბინეტში სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინების სახით, ელ ფოსტით ან სმს შეტყობინებით.