VISUAL
აქციე პროდუქტის ჩვეულებრივი ფოტო პროფესიონალურ ვიზუალად
შექმენი პროდუქტის ფოტოები, შეცვალე ან მოაშორე ფონი და მოამზადე სარეკლამო ვიზუალები ერთ სივრცეში
ერთი პროდუქტი - მრავალი შესაძლებლობა

ყველაფერი პროდუქტის ვიზუალიზირებისთვის
პროდუქტის პროფესიონალური ფოტო
2 კრედიტიშექმენი რეალისტური სტუდიური ან სარეკლამო გარემო შენი პროდუქტის უცვლელად შენარჩუნებით.
ფონის მოშორება
1 კრედიტიმიიღე პროდუქტი სუფთა, გამჭვირვალე PNG ფონზე.
ფონის შეცვლა
2 კრედიტიშეცვალე გარემო ისე, რომ პროდუქტი უცვლელი და რეალისტური დარჩეს.
ხარისხის გაუმჯობესება
1 კრედიტიგაასუფთავე ფოტო, გააუმჯობესე სიმკვეთრე და დეტალები პროდუქტის შეცვლის გარეშე.
სარეკლამო ვიზუალი
2 კრედიტიშექმენი სოციალური ქსელისთვის მზა, ძლიერი სარეკლამო კომპოზიცია.
პროდუქტი AI მოდელთან
2 კრედიტიაჩვენე ტანსაცმელი, აქსესუარი ან პროდუქტი რეალისტურ AI მოდელთან.
16:9 → 9:16 ფორმატირება
4 კრედიტიჰორიზონტალური ფოტო გადააქციე ვერტიკალურ ფორმატად კონტექსტის შენარჩუნებით.
9:16 → 16:9 ფორმატირება
4 კრედიტივერტიკალური ფოტო გადააქციე ჰორიზონტალურ ფორმატად კონტექსტის შენარჩუნებით.
PNG → JPG
0 კრედიტიPNG ფოტო გადააქციე მაღალი ხარისხის JPG ფორმატად.
JPG → PNG
0 კრედიტიJPG ფოტო გადააქციე PNG ფორმატად ზომებისა და დეტალების შეუცვლელად.
WEBP → JPG
1 კრედიტიWEBP ფოტო გადააქციე მაღალი ხარისხის JPG ფორმატად.
WEBP → PNG
1 კრედიტიWEBP ფოტო გადააქციე PNG ფორმატად.
JPG → WEBP
1 კრედიტიJPG ფოტო გადააქციე თანამედროვე WEBP ფორმატად.
PNG → WEBP
1 კრედიტიPNG ფოტო გადააქციე WEBP ფორმატად გამჭვირვალობის შენარჩუნებით.
HEIC → JPG
1 კრედიტიiPhone-ის HEIC ფოტო გადააქციე მაღალი ხარისხის JPG ფორმატად.
პროფესიონალური ვიზუალი 3 მარტივ ნაბიჯში
ატვირთე ფოტო
ატვირთე ფოტო, კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან
აირჩიე მოდელი
აირჩიე სასურველი მოდელი და მოკლე აღწერა გაუკეთე
მიიღე შედეგი
რამდენიმე წამში ჩამოტვირთე მზა შედეგი
გაიაქტიურე AIVA-ს შენზე მორგებული პაკეტი
კრედიტების პაკეტები ნახე Studio-ში
7 დღიანი პაკეტი
- 25 კრედიტი
- ყველა ძირითადი AI ხელსაწყო
- ფონის მოშორება და შეცვლა
- ფოტოს ხარისხის გაუმჯობესება
- პროდუქტის პროფესიონალური ფოტო
- სარეკლამო ვიზუალის შექმნა
- პროდუქტის AI მოდელთან განთავსება
- პირადი გალერეა და შექმნილი ფოტოების ისტორია
- დამატებითი კრედიტების შეძენის შესაძლებლობა
30 დღიანი პაკეტი
- 100 კრედიტი ყოველ თვე
- ყველა AI ხელსაწყო
- Standard და Premium გენერაციების გამოყენება
- პროდუქტის პროფესიონალური ფოტოების შექმნა
- სარეკლამო ვიზუალების შექმნა
- პროდუქტის AI მოდელთან განთავსება
- ფონის მოშორება და შეცვლა
- ფოტოს ხარისხის გაუმჯობესება
- პირადი გალერეა
- გენერაციების ისტორია
- შედეგის ხელახლა შექმნის — „თავიდან ცდის“ შესაძლებლობა
- დამატებითი კრედიტების შეძენა
- წლიურ Business პაკეტზე აფგრეიდი
365 დღიანი პაკეტი
- 120 კრედიტი ყოველ თვე
- 1,440 კრედიტი წელიწადში
- მეტი დაზოგილი თანხა
- ორი თვის ღირებულება უფასოდ
- ყოველთვიურ პაკეტზე 240-ით მეტი კრედიტი წელიწადში
- ყველა Standard და Premium ხელსაწყო
- პირადი გალერეა და სრული ისტორია
- დამატებითი კრედიტების შეძენა
- AIVA Brand Kit
- პრიორიტეტული მხარდაჭერა
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მუშაობს?
ატვირთავ ფოტოს, ირჩევ ხელსაწყოს და იღებ შედეგს. ფონის მოშორებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე აღწერა საჭირო არ არის.
სად ვიყიდო პაკეტი ან დამატებითი კრედიტები?
გამოწერის პაკეტის არჩევა შეგიძლია მთავარ გვერდზე ან Studio-ს „კრედიტები და პაკეტები“ განყოფილებაში. დამატებითი კრედიტები ხელმისაწვდომია აქტიური პაკეტის მომხმარებლებისთვის.
შესაძლებელია ტელეფონით შესვლა?
კი. ავტორიზაცია მუშაობს ელფოსტით ან ტელეფონის ნომრით OTP კოდის საშუალებით.
გაქვს კითხვა ან გჭირდება დახმარება?
დაგვიკავშირდი დახმარებისთვის და ჩვენი გუნდი დაგეხმარება.
გამოყენების პირობები
1. მომსახურების აღწერა
Aiva Visual არის AI-ზე დაფუძნებული პროდუქტის ვიზუალების შექმნისა და დამუშავების სერვისი. სერვისში შედის ფოტოს გენერაცია, ფონის მოშორება ან შეცვლა, ხარისხის გაუმჯობესება, სარეკლამო ვიზუალები და სხვა ჩართული ფუნქციები.
2. ანგარიშის შექმნა და ავტორიზაცია
მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია. ავტორიზაცია შეიძლება განხორციელდეს ელ.ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი OTP კოდით. კოდის სხვა პირისთვის გადაცემა დაუშვებელია.
3. ატვირთული მასალა
მომხმარებელი ადასტურებს, რომ ატვირთული ფოტოების, ლოგოების, ტექსტებისა და სხვა მასალების გამოყენების უფლება აქვს. აკრძალულია უკანონო, შეურაცხმყოფელი, პირადი მონაცემების დამრღვევი ან მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების დამრღვევი მასალის ატვირთვა.
4. AI შედეგები
AI შედეგი შეიძლება შეიცავდეს ვიზუალურ უზუსტობას, შეცვლილ წვრილ ტექსტს, ლოგოს, შეფუთვის დეტალს ან სხვა გენერაციულ ცვლილებას. მომხმარებელმა კომერციულ გამოყენებამდე თავად უნდა გადაამოწმოს საბოლოო შედეგი.
5. კრედიტები და გადახდები
თითოეული ოპერაციის ღირებულება განისაზღვრება ადმინისტრატორის მიერ. კრედიტი იჭრება გენერაციის დაწყებისას. ტექნიკური წარუმატებლობისას სისტემა ცდილობს კრედიტის ავტომატურ დაბრუნებას. გადახდის პირობები და პერიოდული გამოწერა დამოკიდებულია არჩეულ WooCommerce პროდუქტსა და გადახდის პროვაიდერზე.
6. ანგარიშის შეზღუდვა
სერვისის ბოროტად გამოყენების, უსაფრთხოების დარღვევის, გადახდის პრობლემის ან ამ პირობების დარღვევისას ადმინისტრატორს შეუძლია ანგარიშის დროებით ან მუდმივად შეზღუდვა.
7. ცვლილებები
ადმინისტრატორს შეუძლია ამ პირობების განახლება. განახლებული ტექსტი ხელმისაწვდომი იქნება საიტზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. რა მონაცემებს ვამუშავებთ
Aiva Visual შეიძლება ამუშავებდეს სახელსა და გვარს, პირად ან საიდენტიფიკაციო ნომერს, კომპანიის ინფორმაციას, მისამართს, პროფესიულ როლს, ელ.ფოსტას, ტელეფონის ნომერს, ავტორიზაციის მეთოდს, ატვირთულ ფოტოებს, გენერირებულ შედეგებს, კრედიტების ისტორიასა და ტექნიკურ ლოგებს.
2. დამუშავების მიზნები
მონაცემები გამოიყენება ანგარიშის შექმნისა და ვერიფიკაციისთვის, OTP კოდის გასაგზავნად, AI გენერაციის შესასრულებლად, გადახდებისა და კრედიტების სამართავად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მომხმარებლის დახმარებისთვის.
3. მესამე მხარის სერვისები
სერვისმა შეიძლება გამოიყენოს OpenAI სურათების დამუშავებისთვის, SMS Office SMS ვერიფიკაციისთვის, WordPress/WooCommerce ანგარიშისა და გადახდების სამართავად და ელფოსტის გამგზავნი სერვერი OTP წერილებისთვის. ამ პროვაიდერებს გადაეცემათ მხოლოდ კონკრეტული მოქმედებისთვის საჭირო მონაცემები.
4. ფოტოები და შედეგები
ატვირთული ფოტოები და გენერირებული შედეგები შეიძლება შეინახოს მომხმარებლის პირად გალერეაში. შენახვისა და წაშლის პარამეტრები იმართება სისტემის ადმინისტრატორის მიერ. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გალერეიდან შედეგის წაშლა.
5. უსაფრთხოება
OTP კოდები მოქმედებს შეზღუდული დროით. API გასაღებები გამოიყენება სერვერის მხრიდან და არ უნდა გამოჩნდეს მომხმარებლის ბრაუზერში. მიუხედავად გამოყენებული დაცვის ზომებისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის სრული უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება.
6. მომხმარებლის მოთხოვნები
მომხმარებელს შეუძლია საკონტაქტო არხებით მოითხოვოს საკუთარი ანგარიშის მონაცემების დაზუსტება, განახლება ან წაშლა, თუ მათი შენარჩუნება სხვა აუცილებელი მიზნისთვის საჭირო არ არის.
7. ცვლილებები
პოლიტიკის განახლებული ვერსია გამოქვეყნდება საიტზე და ძალაში შევა გამოქვეყნების შემდეგ.
დახმარება და კონტაქტი
დაგვიკავშირდი დახმარებისთვის და ჩვენი გუნდი დაგეხმარება.